მუნდიალის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში ირლანდიასთან 0:1-ზე დამარცხების შემდეგ, უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა შემდეგი განაცხადა:
"მომეჩვენა, რომ პირველ ტაიმში დავჯაბნეთ მეტოქე. ირლანდიამ თავისი გეგმა შესანიშნავად განახორციელა. 37-ე წუთზე ტრავმა მიიღო ჯო ალენმა და მომენტები ვეღარ შევქმენით. ძნელი იყო ასეთი დაცვის გარღვევა. მარტინ ო'ნილმა შესანიშნავი გუნდი დააყენა. წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გვესმოდა, ბოლო ოთხივე მატჩი უნდა მოგვეგო. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი მოვიგეთ. ამის დავიწყებას დრო ჭირდება. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შევხვდები და ჩემს მომავალზე დაველაპარაკები".
03:20 10-10-2017
კრის კოულმენი: რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული