მარტინ ო'ნილი: ბოლო 30 წუთი უსასრულოდ გაიწელა

AutoSharing Option
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში უელსის დამარცხებით აღფრთოვანებულმა ირლანდიის ნაკრების თავკაცმა მარტინ ო'ნილმა ნამატჩევს სიხარული ვერ დამალა:

"ვამაყობ ჩემი ბიჭებით. დიდებულად გაისარჯნენ და კარდიფში გაიმარჯვეს. შესანიშნავი შედეგია. ბოლო 30 წუთი უსასრულოდ გაიწელა. გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც გავანეიტრალეთ მოწინააღმდეგის იერიშები.

ჩვენ ეს მოვახერხეთ. წინ პლეი-ოფია. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, გამარჯვებას შევეცდებით. წილისყრამ რთულ ჯგუფში მოგვახვედრა, თუმცა წარმატებას მაინც მივაღწიეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული