ფინალი
საფრანგეთი
0
0
ხორვატია
მესამე ადგილისთვის
ბელგია
0
:
0
ინგლისი
more

მ/ჩ 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მე-18 ტური გაიმართა.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად კიტოში ეკვადორის დამარცხება ესაჭიროებოდა. მატჩი სტუმრებისთვის ლამის ტრაგიკულად დაიწყო. რობერტო ორდონესმა და რომარიო იბარამ პირველივე წუთზე გაარღვიეს ალბისელესტეს დაცვა და ამ უკანასკნელმა სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. უიღბლო დებიუტმა არ გატეხა ვერცხლისქვეყნელები, უფრო სწორად კი მისი ლიდერი ლეო მესი. მან 12-ე წუთზე ანხელ დი მარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა.

მე-20 წუთზე ლიონელმა მეტოქეს ბურთი აართვა, წინ წაიწია და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შესვენების
შემდეგ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ჰეთ-ტრიკი მიითვალა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

ლეომ საკვალიფიკაციო ტურნირებზე 21 გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკის ზონის რეკორდსმენი გახდა.

პერუ-კოლუმბია 1:1 დასრულდა, ბრაზილიამ კი, რომლისთვისაც ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, სან პაულუში ჩილე არ დაინდო, 3:0 მოუგო და ამერიკის ბოლო ორი თასის გამარჯვებული მუნდიალს მიღმა დატოვა. დუბლი გაბრიელ ჟეზუშმა მიითვალა, ერთი გოლი კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა პაულინიომ გაიტანა.

ურუგვაიმ მონტევიდეოში ბოლივია 4:2-ზე დაამარცხა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი კი მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

მოკლედ, მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ, პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
მესი კველა დროის საუკეტესო ფეხბურტელია. ის არტისტი როლანდო ვერ მივა მესისტან
zaza nikuradze
22:56 13-10-2017
0
არც მარადონას და არც პელეს თამაშები არ გვინახავს სტადიონიდან. აი მომენტები ბევრი მინახავს, თითქმის ყველა მომენტები. სასვეა Youtube მათი კადრებით. და ამის გათვალისწინებით ვამბობ, მესიზე ძლიერი არ ყოლია მსოფლიო ფეხბურთს!
გიორგი
21:59 11-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული