ჩრდილოამერიკული შესარჩევი ციკლის დასკვნით, მე-10 ტურის შეხვედრაში ამერიკელები სტუმრად ტრინიდადისა და ტობაგოს ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და 1986 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.
ქალაქ კოუვაში, თბილისის დროით 11 ოქტომბერს, შუაღამისას ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ომარ გონსალესის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა, 37-ეზე კი ელვინ ჯონსმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. 47-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მეტი კი ამერიკელებმა ვეღარ შეძლეს.
X ტურის სხვა შეხვედრებს რაც
შესაბამისად, სწორედ პანამის ეროვნული გუნდი შეუერთდა მექსიკისა და კოსტა-რიკის ნაკრებებს, რომლებსაც ვადამდე ჰქონდათ განაღდებული მუნდიალზე თამაში. ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა ჰონდურასმა, რომელიც რუსეთის საგზურისთვის პლეი-ოფში ავსტრალიას დაუპირისპირდება.
ჩრდილოეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა ასეთია:
1. მექსიკა - 21 ქულა
2. კოსტა რიკა - 16
3. პანამა - 14
4. ჰონდურასი - 13
5. აშშ - 12
6. ტრინიდადი და ტობაგო - 10.