დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ფიფამ გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი, ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებიც განთესილები იქნებიან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის წილისყრისას.

ეს გუნდები არიან: შვეიცარია (მე-11 ადგილი), იტალია (15), ხორვატია (18) და დანია (19).

"განუთესავები" იქნებიან: ჩრდილოეთ ირლანდია (23), შვედეთი (25), ირლანდია(26) და საბერძნეთი (47).

წილისყრა 17 ოქტომბერს, ციურიხში გაიმართება, თბილისის დროით 16:00 საათზე.

პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი - 12-14 ნოემბერს. ოთხ წყვილში გამარჯვებული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული