მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში დანია ირლანდიასთან ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ სტუმრები ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ თავს, თან მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი კიპერი რენდოლფი, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მარტინ ო’ნილის გუნდმა სასურველ ყაიმს მიაღწია.
ამ შეხვედრაში ო’ნილმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია, მეტოქემ ბევრი მომენტი ვერ შექმნა: რენდოლფმა პირველ ტაიმში კორნელიუსისა და ერიკსენის დარტყმული ბურთები მოიგერია, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი პოულსენს არ გაატანინა გოლი. ეგ იყო და ეგ.
„სამყურებს“ ერთადერთი შესაძლებლობა კარის აღებისა 43-ე წუთზე ქონდათ, როდესაც კრისტიმ შმეიხელი ვერ დაამწუხრა.
განმეორებითი მატჩი 14 ნოემბერს დუბლინში „ავივას“ სტადიონზე გაიმართება.
დანია - ირლანდია 0:0
კოპენჰაგენი. სტადიონი „ტელია პარკენი“ 40 000 მაყურებელი
დანია: შმეიხელი, ლარსენი, ბელანდი, კიაერი, ანკერსენი, დილეინი, კვისტი, ერიკსენი, სისტო (72. ვესტერგაარდი), იორგენსენი, კორნელიუსი (64. პოულსენი)
ირლანდია: რენდოლფი, უორდი, კლარკი, დაფი, კრისტი, არტერი (88. უილანი), ო’დოდა, მაკლეინი, ჰენდრიკი (90+3. ჰურიჰეინი), ბრეიდი, მერფი (74. ლონგი)
02:10 12-11-2017
ირლანდიამ დანიაში სასურველ ფრეს მიაღწია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული