ბელფასტში შვეიცარიასთან მუნდიალის პლეი-ოფის პირველი მატჩის 57-ე წუთზე ჩრდილოირლანდიელთა 27 წლის ნახევარმცველს კორი ევანსს (ბლექბერნი) ბურთი ხელზე მოხვდა, რუმინელმა მსაჯმა ოვიდიუ ჰაცეგანმა პენალტი დანიშნა, რომელიც რიკარდო როდრიგესმა გამოიყენა და ამ გოლით სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს.
ნამატჩევს კორის მეუღლემ ლიზამ ტვიტერზე არბიტრი გალანძღა:"შე რუმინელო ციგნის ვაგინა, ჩრდილოეთ ირლანდიამ ალბათ, შენი რომელიმე აქოთებული ნათესავი შეიფარა. უმადურო".
კორიმ თანამეცხედრის ნაწერი წაშალა და ბოდიში მოიხადა.