ყველაზე საინტერესო პლე ოფის მატჩებში ისაა, რომ 4 მუნდიალის გამარჯვებული იტალია შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩეს.
ბოლოს ასეთი რამ 60 წლის წინ მოხდა, როცა "სკუადრა" ბელფასტში 1:2 დამარცხდა და 1958 წლის მუნდიალს გამოკლდა.
აქამდე იტალია და შვედეთი ერთმანეთს 24-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 11 იტალიამ მოიგო, ხოლო შვედეთმა - 7. ბურთების საერთო შეფარდება - 28:25, იტალიის სასარგებლოდ.
პირველი მატჩები:
ჩრ. ირლანდია-შვეიცარია 0:1
ხორვატია-საბერძნეთი
შვედეთი-იტალია 1:0
დანია-ირლანდია 0:0
საპასუხო მატჩები:
შვეიცარია-ჩრ. ირლანდია 0:0
საბერძნეთი-ხორვატია 0:0
იტალია-შვედეთი 13 ნოემბერი 23:45
ირლანდია-დანია 14 ნოემბერი 23:45
პლეი ოფის მატჩების შემდეგ ფინალური სტადიის წილისყრა მოსკოვში პირველ დეკემბერს გაიმართება.
მონაწილეებს 4 კალათაში ფიფას რეიტინგის მიხედვით გადაანაწილებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
მოკლედ სირცხვილი