ავსტრალიის ნაკრებმა ჰონდურასს უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მატჩის 54-ე წუთზე მილე ჟიდენაკმა ანგარიში გახსნა, 72-ე წუთზე კი პენალტი გაიტანა და დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც ჟიდენაკის ანგარიშზეა, რომელიც ავსტრალიელმა კვლავ პენალტიდან გაიტანა.
ჰონდურასმა პრესტიჟის გოლი 94-ე წუთზე გაიტანა, რომლის ავტორი ელის ალბერტო გახდა.
ამ გამარჯვებით ავსტრალიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩი გუნდებს შორის უგოლო ფრით დასრულდა.