პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
გუნდები კალათებში შემდეგი სახით არიან გადანაწილებულნი:
I კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი.
II კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, ხორვატია, მექსიკა, ურუგვაი.
III კალათა: დანია, შვედეთი, ისლანდია, კოსტა-რიკა, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი, ირანი.
IV კალათა: სერბეთი, ნიგერია, იაპონია, მაროკო, პანამა, სამხრეთი კორეა, საუდის არაბეთი, ავსტრალია.
ყველაზე რთულ ჯგუფად ორი ვარიანტი განიხილება: გერმანია, ესპანეთი, კოსტა-რიკა, ნიგერია ან საფრანგეთი, ურუგვაი, სენეგალი
მასპინძელ ქვეყანას, რუსეთს ასეთ ჯგუფში სურს მოხვედრა: რუსეთი, პერუ, ტუნისი და პანამა. ეს ჯგუფი კი ფეხბურთის მოყვარულებს ყველაზე ცუდ ვარიანტად მიაჩნიათ და სურთ, ჯგუფებში ძალების თანაბარი გადანაწილება მოხდეს, რათა 1/8-ფინალში საუკეთესოებმა იასპარეზონ.
ხოლო რუსები უიღბლობად ჩათვლიან, თუ მათ ჯგუფში იქნება: ესპანეთი, კოსტა-რიკა და ნიგერია.
წილისყრა მოსკოვში, კრემლში გაიმართება. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია და დიდი რაოდენობით სპეცრაზმელი იცავს. როგორც ცნობილია, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წილისყრის ღონისძიების გამართვას გეგმავს და მთელი საფეხბურთო სამყარო ნახევარი წლით ადრე უკვე რუსეთშია.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.