ჯეიმი ვარდი: მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არავის აქვს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. გარეთ საუთგეიტს მართლაც დიდი თავის მტვრევა მოუწევს იმის გასარკვევად, თუ რომელი ფეხბურთელი დატოვოს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა.

ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ჯეიმი ვარდი, რომელმაც ამ თემის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გარანტირებული არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

უპირველეს ყოვლისა, "ლესტერსა" და კლუბში კარგ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. გუნდში კარგი ასპარეზობა კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაში ხელს შემიწყობს.

გავიტან თუ არა "პრემიერლიგაში" 100 გოლს? ვინ იცის, ჯერ მხოლოდ 31 წლის ვარ",
- აღნიშნა ვარდიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენი აქვს გატანილი?
dato
15:15 26-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული