საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი აფრიკაში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი, აფრიკის კონტინენტის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

62 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა, ეგვიპტის ნაკრები 1990 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

მისი კონკურენტები აფრიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, ნიგერიის ნაკრების დამრიგებელი ჟერნოტ რორი და საფეხბურთო კლუბ "ვიდადის" დამრიგებელი, ჰუსეინ ამოუტა იყვნენ.

კუპერი გახდა პირველი სამხრეთამერიკელი სპეციალისტი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ეგვიპტელმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო.

აქვე ვთქვათ, რომ კუპერი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2008-09 წლებში ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ ვერ შეგვაგნებინა ვერაფერი და აფრიკელებს შეაგნებინა..
ყოჩაღ ჩვენ..
ქუთაისელი
13:55 05-01-2018
0
იმიტომ,რომ ჩვენ უეცრად "ჟიგულით" გვინდოდა "მერსედესის" გადასწრება.
ზაზა
14:23 06-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული