მუქარა პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეხება.
ერთ-ერთ პოსტერზე არის წარწერაც: "რუსეთი 2018. პუტინო, არამორწმუნე ხარ. მუსულმანების დახოცვისთვის პასუხს აგებ".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.
ტერორისტებმა მსგავსი შინაარსის პოსტერები ადრეც გაავრცელეს. მაშინ პოსტერებზე ლიონელ მესი და ნეიმარი იყვნენ გამოსახულნი.
▶ "ისლამური სახელმწიფო" ნეიმარსა და მესის ემუქრება