ლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის, ისტორიაში დიდებულ ფეხბურთელად შესასვლელად, მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება.

"ალფრედო დი სტეფანოს მუნდიალი არ მოუგია, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელი იყო. ასევეა მესის შემთხვევაშიც.

მისი 20 ტიტული და არაერთი გატანილი გოლი ყველაფერზე მეტყველებს - მას არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რომ ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს.

რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ მესი ამას მოახერხებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მუნდიალს ვერ მოიგებს, ეს ტრაგედია არ იქნება", -
აღნიშნა მენოტიმ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტიტულები ვარსკვლავებით გაძეძგილ ბარსაში აქვს მოგებული.წელს თურმე გრიზმანის ყიდვაც უნდათ.ეგრე ბებიაჩემიც მოიგებს.მსოფლიოზე გაბრწყინების გარეშე პელეს,გარინჩას,მარადონას,ზიდანის,კიჭას გვერდზე ვერასოდეს დადგება.ჩემი სუბიექტური აზრით რონალდუ რომ არგენტინელი იყოს აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა,რადგან არგენტინის ნაკრები ყოველთვის უკეთესი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ვიდრე პორტუგალიის.
jiji
17:42 04-05-2018
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული