ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში გამოცხადებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებაზე უარი განაცხადა.

ეს მან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილით აცნობა.

ადრიენი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანეს და სათადარიგოთა შორის დატოვეს.

რაბიომ ლიგა 1-ის უკანასკნელი ჩემპიონატის 33 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული