ადრიენ რაბიო დიდიე დეშამის გუნდში არასოდეს არ ითამაშებს

AutoSharing Option
პსჟ-ს ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან შერიგება არ სურს.

ფეხბურთელმა დეშამთან დალაპარაკებაზე და ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა და მისი სახელის ხსენება არ უნდა.

ადრიენს თანაგუნდელებმა დეშამთან შერიგება შესთავაზეს, ის კი ამბობს, რომ სანამ ის ნაკრების მწვრთნელი იქნება, ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს.

რაბიო იმის გამოა გაბრაზებული, რომ სამუნდიალო 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანეს და სათადარიგოთა შორის დატოვეს, რის შემდეგაც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა და განაცხადა, რომ ნაკრებში თამაშს არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული