დანიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი მეტოქე საფრანგეთი ძლიერი გუნდი არაა

AutoSharing Option
დანიის ნაკრების მწვრთნელს, ოგე ჰარეიდეს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი მომავალი მეტოქე, საფრანგეთის ეროვნული გუნდი, ძლიერი მოწინააღმდეგე არაა.

"ფრანგების პოლონელებთან და შვედებთან თამაშს ვუყურე და - არაფერი განსაკუთრებული. აშკარად უჭირთ გუნდურად თამაში. მათ ზიდანის დარი ფეხბურთელი აღარ ჰყავთ, რომელიც გუნდს გააერთიანებს. საფრანგეთი ტურნირის ფავორიტი არაა", - განუცხადა ჰარეიდემ Jyllands-Posten-ს.

ჯგუფურ ეტაპზე დანია საფრანგეთს, ავსტრალიას და პერუს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული