მოჰამედ სალაჰი ვალენსიაში "ეკონომ-კლასით" გაემგზავრა

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ტრავმას იშუშებს, რომელიც მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან თამაშის დროს მიიღო.

ეგვიპტელი სამკურნალოდ ვალენსიაში გაემგზავრა, თანაც ბიზნეს-კლასით კი არა, არამედ ჩვეულებრივი ეკონომ-კლასით.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

რაც შეეხება სალაჰს, მან 2017/18 წლების სეზონში 52 მატჩში 44 გოლი და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. გოლების რაოდენობით, ტოპ-5 ჩემპიონატს შორის ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა.

მოჰამედი, სავარაუდოდ, ორ კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. არსებობს ვარაუდი, რომ სალაჰი მხოლოდ მუნდიალის
პირველ მატჩს გამოტოვებს.

Sportall.Ge

altევროპის ძიუდოს კავშირი სალაჰის ტრავმაზე: რამოსის ილეთი ძიუდოში აკრძალულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული