ლიოვი: დაველაპარაკები ნოიერს და გადავწყვეტ, წავიყვანო თუ არა მუნდიალზე

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები კლაგენფურტში ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხდა ავსტრიასთან.

გერმანიამ ზედიზედ მეხუთე შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა, ავსტრიამ კი მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგო.

გერმანიის ნაკრების კარში 9 თვის უთამაშებელი მანუელ ნოიერი იდგა. ნამატჩევს გერმანელთა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა კომენტარი.

"წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ მანუს (ნოიერის) დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. ხვალ მას კიდევ ერთხელ დაველაპარაკები და გადავწყვეტ, წავიყვანო თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ნოიერმა რამოდენიმე რთული დარტმული ბურთი მოიგერია. საერთო ჯამში, ეს შესანიშნავი დაბრუნებაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული