
"დიდი სემი" ინგლისელების დამრიგებელი მხოლოდ 67 დღე იყო. ამ პერიოდში კი ნაკრებმა ერთი მატჩი გამართა და ისიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ასევე იყო ლოპეტეგიც, რომლის ხელმძღვანელობითაც "ფურია როხამ" 20-ჯერ ითამაშა და არცერთი მარცხი არ უგემია.
მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნული მწვრთნელის გათავისუფლების მიზეზი უკვე იცით. რაც შეეხება ელარდაისს, გამოცდილი სპეციალისტი აზიურ აგენტს 400 000 ფუნტს ფეხბურთის ასოციაციის სატრანსფერო წესებისთვის გვერდის ავლის სანაცვლოდ სთხოვდა.