რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში საუდის არაბეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის სუსტ გუნდს უპრობლემოდ სძლია (5:0).

რუსეთის გუნდებს საერთაშორისო სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე მუდამ ადვილ მეტოქეებს "ურჩევდნენ" და ამჯერადაც ასე მოხდა. სასათბურე პირობებში მყოფმა მასპინძელთა გუნდმა, რომელმაც უკანასკნელი 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო,  მუნდიალის ყველაზე სუსტი გუნდი დაამარცხა.

"ნამდვილი ჩემპიონატი" კი ხვალ იწყება.

მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
რუსეთი - საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (92), 5:0 გოლოვინი (90+4)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი,
კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი, გაზინსკი, ზობნინი, სამედოვი (კუზიაევი 64), გოლოვინი, ძაგოევი (ჩერიშევი 24), სმოლოვი (ძიუბა 70)

საუდის არაბეთი: ალ მაიუფი, ალ ბურაიკი, უსამა ჰასავი, ომარ ჰასავი, აკ შაჰრანი, ოტაიფი (ალ მუვალადი 64), ალ დოსარი, ალ ფარიჯი, ალ ჯასიმი, ალ შეჰრი (ბაბჰირი 74), ალ საჰლავი (ასერი 85)

altანდრეი კანჩელსკისი: საუდის არაბეთს ჩვენი მეორე დივიზიონის დონის გუნდი ჰყავს, ეგ გუნდიც არაა

altხუან ანტონიო პიცი: რუსებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნორმალური კომენტარი და სათაურები გაკეთეთ, რა უბედურება სასათბურე პირობებში მყოფი ნაკრები? ან თქვით, რომ არ აშუქებთ მსოფლიო ჩემპიონატს და ვნახავთ სხვა გზას .... რას გავდა გუშინ პირველი არხის კომენტატორთა წაყვანილი მატჩი.... ეს არის მსოფლიო ჩემპიონარი, ფეხბურთის ყველა მოყვარულის ზეიმი ....
petrekupry
08:21 15-06-2018
4
ამ სტატიას ავტორი არ ჰყავს? რას ნიშნავს სასათბურე პირობები, თუ საკუთარ კედლებს გულისხმობს ავტორი მაშინ მესმის,მაგრამ სუსტი გუნდები შეურჩიესო ეს როგორ უნდა დაწეროს თუნდაც ოდნავ ფეხბურთის სპეციალისტმა?ურუგვაი და ეგვიპტე სუსტები ყოფილან თურმე! და მთელი ფიფა უეფა რუსეთს ეხმარება თურმე)))) დაწყნარდი რუსეთი ვერ გახდება ჩემპიონი, ვერც ნახევარფინალამდე მიაღწევს! ნუ გეშინია!
დავით 67
05:34 15-06-2018
5

სიახლეები პოპულარული