ურუგვაის ნაკრებმა ეგვიპტე 90-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რიგით მეორე მატჩი გაიმართა, სადაც ეგვიპტის ნაკრები ურუგვაისთან 0:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი 15 წუთი ორივე გუნდის შეტევებით წარიმართა, თუმცა შემდეგ სახიფათო მომენტებმა იკლო.

აღსანიშნავია, რომ ეკტორ კუპერმა გუნდის ლიდერი და "ლივერპულის" ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი თადარიგში დატოვა. ეგვიპტელმა ახლახან მოირჩინა ტრავმა.

მეორე ტაიმი გუნდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტები უფრო ურუგვაელებს ჰქონდათ - ლუის სუარესი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ვერ გაიტანა.

ხოლო შემდეგ, სუარესის პასის შემდეგ ედინსონ კავანიმ შესანიშნავად დაარტყა, თუმცა ეგვიპტელთა მეკარე
მოწოდების სიმაღლეზე იყო.

შეხვედრის ბოლო წუთებში კავანიმ საჯარიმოდან დარტყმული ძელს გაარტყა. ბოლო, 90-ე წუთზე კი საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ხიმენესმა დაასწრო და ურუგვაის გამარჯვება მოაპოვებინა.

ამ შეხვედრის შემდეგ A ჯგუფში რუსეთი და ურუგვაი გალიდერდნენ.

პარასკევი. 15 ივნისი. ეკატერინბურგი. ცენტრალური
ეგვიპტე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ხიმენესი (90)

ეგვიპტე (4-2-3-1): ელ შანავი - ფატჰი, ჰეგაზი, გაბრი, შაფი - ჰამედი (მორსი 50), ელნენი - ვარდა (სობჰი 82), საიდი, ტრეზეგე - მოჰსენი (კაჰრაბა 63)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ბენტანკური, ვესინო, ნანდესი (სანჩესი 58), დე არასკაეტა (როდრიგესი 59) - კავანი, ლუის სუარესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული