მაროკო ირანთან 90+5-ე წუთზე გაშვებული ავტოგოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მაროკოსა და ირანის ნაკრებებს შორის 0:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა, უპირატესობას მაროკო ფლობდა, თუმცა საუკეთესო მომენტი შესვენებაზე გასვლის წინ ირანელთა თავდამსხმელ აზმუნს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, თამაში კიდევ უფრო ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ერთადერთი მომენტი მე-80 წუთზე შეიქმნა, როდესაც ზიიეჰის დარტყმული ბურთი მეკარე ბეირანვანდმა მოიგერია. ყველა შეხვედრის ფრედ დასრულებას ელოდებოდა, მაგრამ 90-ე წუთზე მაროკოელთა საჯარიმოსთან საჯარიმო დაინიშნა და ჩაწოდებულ
ბურთს შეცვლაზე შესულმა 31 წლის თავდამსხმელმა ბუჰადუზმა საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ეს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიანი ავტოგოლია.

პარასკევი. 15 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. სტადიონი "კრესტოვსკი". 62 548 მაყურებელი
მაროკო - ირანი 0:1
გოლი: ბუჰადუზი (90+5, საკ. კარში)

მაროკო: ელ კაჟუი, ჰაკიმი, ბენატია, საისი, ზიიეჰი, ალ აჰმადი (და კოსტა 82), ბელანდა, ბუსუფა, ნ. ამრაბატი (ს. ამრაბატი 76), ელ კააბი (ბუჰადუზი 77)

ირანი: ბეირანვანდი, რეზაიანი, ჩეშმი, პურალიგანჯი, ჰაჯსაფი, შოჯაეი (ტარემი 68), ებრაემი (ჰოსეინი 80), ჯაჰანბაკში (გოდოსი 80), ანსარიფარდი, ამირი, აზმუნი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული