არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გაურკვევლობაშია
AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გააკეთა.
"ჩვენ მოგებისთვის ვიბრძოდით. ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ისლანდიამ დაცვაში მაგრად ითამაშა. მთელი გუნდით დაცვაში იდგა. როგორმე უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ასეთი დაცვა.
საჭიროა დასკვნების გამოტანა. რთული ჯგუფია. მომხდარში უნდა გავერკვიოთ".
როგორ ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ არგენტინა მხოლოდ დაცვითი ტაქტიკით უნდა ათამაშო, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღწევდნენ წარმატებას, თუ არ ჩავთვლით 1978 წელს, როცა შემტევი სტილით ჩემპიონები გახდნენ..
მესი ბიძინასავით არაფორმალური მმართველია .თვითონ დანიშნა სამპაული,ნაკრებში მაგას უთანხმებენ ვინ გამოიძახონ და შემადგენლობასაც თვითონ აყენებს.ასევეა ბარსაშიც.სამპაული პაიკია.
ისლანდიასთან ნაჩუქარ პენალტს რომ ვერ გამოიყენებ, ეგ არის. ეს სამპაოლი კიდევ ჭორიკნობით არის დაკავებული. საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და გუნდს მარტო მესიზე დამოკიდებულს ხდის. ასე ძალიან გაუჭირდება ყველასთან
ისლანდიისნაირი გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიან თამაშის გასაფუჭებლად.რასაც ისლანდია აკეთებს მაგას ფეხბურთი არ ქვია.თუმცა მათი ბრძოლისუნარიანობა დასაფასებელია.საინტერესოა რაგბი რატომ არ ვითარდება მათთან?რაგბს უფრო მოიხდებოდნენ!
Samwuxaroa, magram aseve darcheba gaurkvevlobashi. Eg araa mwvrtneli, rogori dzlieric ar unda iyos motamashe, mas ar aqvs upleba nakrebi daakompleqtos, tundac es mesi iyos. P.s. arada ra taobaa...
ამ კაცმა და ნაკრებმა,ყველაფერი მესიზე მიაგდო.რამდენჯერ იყო მომენტი,როცა სიტუაცია დარტმას,ან სხვაზე პასს მოითხოვდა,ისინი კი მესის აძლევდნენ ბურთს,რომელსაც ორი სამი კაცი ფეხზე ეჯდა.თანაც გუნდი გაჩერებული იყო,დადიოდნენ.ყველამ იცის,რომ მესი პენალტებს ხშირად აფუჭებს,უბრალოდ გაშიფრული ჰყავთ ყველანაირად,მაინც მას დაარტყმევინეს და ახლა ალბათ ისევ მესის გაამტყუნებენ.მეცოდება ეს ბიჭი,ნამდვილი პატრიოტია,მაგრამ ყველა მას შეჰყურებს,მისგან ელიან სასწაულს და ხელის გატოკება არ უნდათ.არ გამოჩნდა მწვრთნელი,რომელიც შექმნის ნაკრებს+მესი და არა მესის ნაკრებს.მარადონას დროს იყო ნაკრები,რომელშიც მარადონა ბრწყინავდა,ახლა კი არის ნაკრები,რომელშიც ჩაფლულია მესი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.