რეაქტიულმა მექსიკამ გერმანიას 1:0 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მექსიკამ გერმანია 1:0 დაამარცხა.

მექსიკამ მსოფლიოს ჩემპიონს ტოლი არაფერში არ დაუდო, მაღალ ტემპში თამაშში აყვა, ფლანგებზეც შეუზღუდა მოქმედება და სწრაფ კონრშეტევებზე ააგო სტრატეგია. 35-ე წუთზე ერთ-ერთი ასეთი შეტევისას კი ლოზანომ გოლი გაიტანა. ბუნდესგუნდსაც ჰქონდა 2 მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი აცტეკთა გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და გერმანელთა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შეტევის ხაზის გასაძლიერებლად მე-60 წუთზე ჰედირას ნაცვლად შეცვლაზე როისი შეუშვა. ამის შემდეგ ფაქტიურად ცალკარა თამაში წავიდა. 79-ე
წუთზე პლატენჰარდტის გომეშმა შეცვალა და იოგის გუნდი ვა-ბანკზე წავიდა, მაგრამ ვერას გახდა და დამარცხდა.

მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011მაყურებელი
გერმანია - მექსიკა 0:1
გოლი: 0:1 ლოზანო (35)

გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, პლატენჰარდტი (გომეში 79), კიმიჰი, იოზილი, ჰედირა (როისი 60), კროოსი, დრაქსლერი, მიულერი, ვერნერი (ბრანდტი 86)

მექსიკა: ოჩოა, აიალა, მორენო, ლაიუნი, სალსედო, კუარდადო (მარკესი 74), ერერა, ჯალარდო, ველა (ალვარესი 58), ჩიჩარიტო, ლოზანო (ხიმენესი 66)


altიოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გავალთ

მკითხველის კომენტარები / 1 /
მექსიკის ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა და ეს მოგება სენსაცია არ არის. ბოლო ამხანაგურებში გერმანიის ბღლარძუნი ადვილად შეისწავლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. გერმანია კიდევ თუ იგივე სტილით გააგრძელებს, შვედეთსაც ვერ დაამარცხებს. შემტევ გუნდს გოლის გატანა უჭირს. იოზილი და მიულერი საერთოდ არ განძრეულან, მაგრამ ლიოვი ჯიუტად ძველი სტილით მოქმედებს. თუ რამე არ შეცვალეს, გერმანიას წარმატების შანსი არ ექნება
: )))))))
08:54 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული