"მირანდას ეპიზოდთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. აბსოლუტურად ნათელია, მსაჯის გადაწყვეტილებას გამართლება არა აქვს. აი, პენალტთან დაკავშირებით კი - საკამათოა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მსაჯზე ზეწოლა. მუშაობს ვიდეოსისტემა, ამდენი ხალხი. გადაწყვეტილებას პატიოსანი ხალხი იღებს.
მირანდამ მითხრა, უნდა წავქცეულიყავი და მაშინ მსაჯი პენალტს დანიშნავდაო. მე ვუპასუხე, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. ჩვენს ფეხბურთელს გოლის გატანისას ხელი კრეს, ამას მე ჯარიმას ვუწოდებ.
კარგი გაკვეთილი მივიღეთ. გამარჯვებას ველოდი. შედეგით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, უნდა
პაულინიოს საუკეთესოდ არ უთამაშია. ნეიმარს მჭიდროდ მეურვეობდნენ, ასეთი ზეწოლისას ყველა დაუშვებს შეცდომას".