მუნდიალი 2018: რუსეთმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში რუსეთმა ეგვიპტე 3:1 დაამარცხა.

ეგვიპტის ნაკრებში ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა ტრავმამორჩენილმა თავდამსხმელმა სალაჰმა, შეხვედრა კი მასპიძელთა იერიშებით დაიწყო, რამაც შედეგი არ გამოიღო, სადღაც მე-10 წუთზე სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს და ზედიზედ სამი კუთხურიც მოაწოდეს. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რუსეთის ნაკრები შეტევების დაგვირგვინებას სწორხაზოვნად, ტანმაღალი ძიუბასთვის ბურთის ჩაწოდებით ცდილობდა, ეგვიპტელები კი სწრაფი იერიშებით. მოკლედ, პირველ ტაიმში ნაღდი მომენტი არ შექმნილა და უგოლოდ დასრულდა.

რუსეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში ვერ გაიტანა გოლი, მაგრამ სამაგიეროდ მეორე
ტაიმის დასაწყისში ფათხიმ თქვენი მოწონებული ბურთი შეაგდო საკუთარ კარში. მერე ჩერიშევმა და ძიუბამ დალაშქრეს ელ შენავის კარი და ანგარიში 3:0 გახდა. თუმცა, მერე სალაჰმა თავის მიერვე მონადირებული პენალტით ერთი გოლი გაქვითა. ეგ იყო და ეგ.

რუსულ პრესაში საიტებზე უკვე დაიწერა, რომ ბრდღვნიან ყველაფერს, მათი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი კი გენიოსია.

A ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. "კრესტოვსკი". 64 468 მაყურებელი
რუსეთი - ეგვიპტე 3:1
გოლები: 1:0 ფათჰი (47, საკ. კარში), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, იგნაშევიჩი, ფერნანდესი, კუტეპოვი, ჟირკოვი (კუდრიაშოვი 84), სამედოვი, ჟირკოვი, გაზინსკი, ჩერიშევი (კუზიაევი 74), ზობნინი, გოლოვინი, ძიუბა (სმოლოვი 79)

ეგვიპტე: ელ შენავი, ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, აბდულ შაფი, ელ ნენი (ვარდა 64), ჰამედი, სალაჰი, ელ საიდი, ტრეზეგე (სობჰი 68), მოჰსენი (კაჰრაბა 82)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული