რუსები მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 მატჩის მოგებამ ჭკუიდან გადაიყვანა - კომპანია Burger King-ი სოციალური ქსელით "კონტაქტით" ფეხბურთის ვარსკვლავებისგან (ასე მოიხსენიებენ თავიანთ მოთამაშეებს) დაორსულებულ გოგონებს 3 მილიონი რუბლით დაჯილდოებას და სამუდამოდ ჰამბურგერებით უზრუნველყოფას დაპირდა.
"გოგონებს, რომლებიც მოახერხებენ საუკეთესო საფეხბურთო გენების მიღებას, რამოდენიმე თაობით უზრუნველყოფენ რუსეთის ნაკრების წარმატებას. წინ! ჩვენ გვჯერა თქვენი", - ნათქვამია შეტყობინებაში.
მოგვიანებით კომპანია მიხვდა, რომ უაზრობა განაცხადა და ბოდიში მოიხადა.