ურუგვაელთა მძიმედ დაავადებული მწვრთნელი შეგირდებს რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისაკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე ხანდაზმულია, 71 წლისაა, მაგრამ გადაადგილება ასაკის გამო არ უჭირს. მას არამარტო ყავარჯენი, არამედ მუდმივი მეთვალყურეობა და დახმარება ესაჭიროება, რადგან უჭირს დამოუკიდებლად კიბეებზე ასვლა და თავის ავადმყოფობაზე ლაპარაკი არ უყვარს.

ოსკარს გიენა-ბარეს სინდრომი სჭირს, რის გამო დარღვეული აქვს სუნთქვის სისტემა, სისუსტეს გრძნობს კუნთებში, შეიძლება ფეხების პარალიჩი დაემართოს, ხელებზე გადაუვიდეს და გული გაუჩერდეს. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსი მეტი აქვს. ეს დაავადება დაამარცხეს ფეხბურთელებმა მორტენ ვიგჰორსტმა და მარკუს ბაბელმა, რომლებიც ტაბარესზე გაცილებით ახალგაზრდები
არიან.

მისი ავადმყოფობის შესახებ შარშანწინ გახდა ცნობილი, თუმცა 2013 წლიდან ყავარჯნით გადაადგილდება. ის ამბობს, რომ "მექანიკური ტრავმა" მიიღო და ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად დადიოდა. 2016 წელს ჩატარებულ ამერიკის თასზე ოსკარი ინვალიდის ელექტრონული ეტლით გადაადგილდებოდა.

ცდილობდა ჯანმრთელად გამოჩენილიყო, პრეს-კონფერენციებზე რიხიანად ლაპარაკობდა, ყველას კი ესმოდა, რომ მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში იყო მწვრთნელი, რომელსაც ვარჯიშებზე შეგირდებთან ერთად ბურთაობა უყვარდა. ავადმყოფობის გამო არასოდეს არ შეუწყვიტავს მუშაობა. ურუგვაიში ოსკარს მასწავლებელს ეძახიან, რადგან სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ახლაც ქვეყანაში ყველა ასაკობრივ ნაკრებს აკონტროლებს.

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ურუგვაის ნაკრები ტაბარესის ხელმძღვანელობით პლეი-ოფში გავიდა და ახლა ისღაა გასარკვევი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. რუსეთთან მომავალ მატჩზე მან თქვა - სიკვდილი ან გამარჯვება, კარგი თამაშით უნდა გავიმარჯვოთ.

Sportall.Ge

altოსკარ ტაბარესი - რუსეთთან მომავალ მატჩზე: სიკვდილი ან გამარჯვება

altმუნდიალი 2018: ნაკლებად სანახაობრივ მატჩში ურუგვაიმ საუდეთს მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გია-11, მაგ რუსულ სიტყვას კი ეშველება, მარა ჩვენ კომენტატორების გამოთქმებს რა ეშველებათ აი მათი ზოგიერთი მარგალიტები: , ,,მუნდიალი გრძელდება>> და ა,შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო
კიდევ ავიწყდებათ,რომ მათი ვალია რეპორტაჟის წაყვანა და არა თამაშის განხივა და თავიანთი აზრების უსისტემოდ ფრქვევა.
დათო
21 ივნისი 2018 13:56
1
გიენა-ბარე არა აფთარ-ბარე. გირნ-ბარე ქვია და რუსულიდან თქვენ თუ არ შეგიძლიათ გუგლს მაინც გადმოათარგმნინეთ. ტეხავს
Anzz
21 ივნისი 2018 12:34
2
გიენ-ბარე ქვია და არა გირნ-ბარე.
baxt
21 ივნისი 2018 14:39
0
ვაი თქვენ პატრონს!!!!! კი არ უნდა იბრძოლო უნდა ითამაშო განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი სტადიონზე სანახაობის და არა ე.წ. შედეგზე ორიენტირეული მარაზმის სანახავად არის მოსული და ამ ყველაფრისთვის ბილეთი აქვს ნაყიდი საიდანაც ეს "სვარშიკები" მსუყე ხელფასებს და ბონუსებს იღებენ!!!!!!!
გიგა
21 ივნისი 2018 11:01
1
"პარალიჩი" რა უბედურებაა? რუსულიდან თარგმნეთ?
გია-11
21 ივნისი 2018 10:33
1
"ჟურნალისტებს" ტყუილად კი არ ვეძახი
თემო
21 ივნისი 2018 11:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული