მუნდიალი 2018: ავსტრალიის პირველი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც დანიის ნაკრებმა ავსტრალიასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის მე-7 წუთზე დანია დაწინაურდა. გატანილი გოლის ავტორი დანიელთა ლიდერი კრისტიან ერიკსენი გახდა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა.

38-ე წუთზე, ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჟედინაკმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.


C ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. სამარა. კოსმოს არენა
დანია-ავსტრალია 1:1
გოლები: 1:0 კრისტიან ერიკსენი (7), 1:1 მილე ჟედინაკი (38)

დანია (4-3-3): შმეიხელი - დალსგაარდი,
კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე, ერიკესნი - ი. პოულსენი, სისტო, იორგენსენი
ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სეინსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი, როგიჩი - ნაბოუტი

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფის მეორე შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება, სადაც საფრანგეთი პერუს შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე D ჯგუფში არგენტინასა და ხორვატიას შორის მატჩი ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული