შეხვედრის მე-7 წუთზე დანია დაწინაურდა. გატანილი გოლის ავტორი დანიელთა ლიდერი კრისტიან ერიკსენი გახდა, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა.
38-ე წუთზე, ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჟედინაკმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
C ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. სამარა. კოსმოს არენა
დანია-ავსტრალია 1:1
გოლები: 1:0 კრისტიან ერიკსენი (7), 1:1 მილე ჟედინაკი (38)
დანია (4-3-3): შმეიხელი - დალსგაარდი,
ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სეინსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი, როგიჩი - ნაბოუტი
შეგახსენებთ, რომ C ჯგუფის მეორე შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება, სადაც საფრანგეთი პერუს შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე D ჯგუფში არგენტინასა და ხორვატიას შორის მატჩი ჩატარდება.