მუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.

ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21-ე წუთზე აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვ
და. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ
გადაგზავნა.

ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მესი უჩვეულოდ პასიური იყო.

53-ე წუთზე მეკარე კაბალიერომ უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა და რებიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამპაოლიმ კი აგუერო იგუაინით შეცვალა, მერე სალვიო პავონით და პერესი დიბალათი. თუმცა, ამით თამაშის სურათი ვერ შეცვალა და 81-ე წუთზე მოდრიჩმა მეორედ დაამწუხრა კაბალიერო.

83-ე წუთზე რაკიტიჩმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა მან კომპენსირებულ დროში მაინც გაიტანა გოლი და არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.


D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90+1)

არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი (დიბალა 68), სალვიო (პავონი 56), მესა, მესი, აგუერო (იგუაინი 54), აკუნა

ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 90+3), რებიჩი (კრამარიჩი 57)

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
რა უნდა თქვა არგენტინაზე ან ამ თამაშზე? არც არაფერი. არგენტინა გუნდი არ არის და ის,მხოლოდ 1 მოთამაშის კანტორაა. ყოველთვის დგება ასეთი მომენტები,როცა ფეხბურთელი ირჩევს ვინ ითამაშოს და ვინ არა.იკარდი ყველაზე ბედნიერი არგენტინელია დღეს. როცა ფეხბურთელი წნეხს განიცდის,მწვრთნელი ვალდებულია შეუმციროს ეს წნეხი. საერთოდ,არ უნდა ეთამაშებინა მესი და მის მაგივრა დიბალა უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში,არც მასკერანო უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში,რადგან ბაბუაჩემის ალბომშია გამოკრული,დაცვის ცენტრში ფასიო უნდა ყოფილიყო ოტამენდისთან ერთად. მე ვხდები,რაც არგენტინის ნაკრებს სჭირდება და ისენი რატომ ვერ ხვდებიან? აააა, გმახსენდა,რომ მესის კანტორააა არგენტინა. კრაკიტიჩი და შმოდრიჩი შეუდარებლებია არიან და ხორვატია არის გუნდი,რომელიც ყველას პრობლემას შეუქმნის,ამას არაერთხელ ვნახავთ ამ მუნდიალზე. დღეს ყველანი ისლანიელები ვართ და იმედი მაქვს არგენტინა ჯგუფში ჩარჩება,რადგან კანტორების ადგილი ფეხბურთში არაა. პორტუგალიაც ვერ წავა შორს და მსოფლიო ფეხბურთი უფრო კარგი იყო მესის და რონალდუს გარეშე. მესის 4 ოქროს ბურთი და რონალდუს 5. ამ დროს ინიესტა ოქროს ბურთის გარეშე ან თუნდაც ლუკა მოდრიჩი. არადა ინიესტა იმ გუნდის მამოძრავებელი ძალა გახლდათ,რომელმაც 2 ჯერ ზედიზედ ევროპა და 1 მსოფლიო დადო,მოდრიჩი კი რეალში თამაშობს და თქვენვე მიხვდით.
kashialegend
05:40 22-06-2018
8
და თამაშში მესის შეცვლა გამორიცხულია??რაღაც ჭირს,ასეტი მესი არვიცი და თან ბოლო მსოფლიოა ლოგიკურად მაგისთვის..ეგრომ რონალდოს მსგავსი მშრომელი იყოს ალბათ მესის მსგავსი ფეხბურთელი არც არასოდეს დაიბადებოდა
euhh
00:13 22-06-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული