მუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.

ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21-ე წუთზე აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვ
და. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ
გადაგზავნა.

ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მესი უჩვეულოდ პასიური იყო.

53-ე წუთზე მეკარე კაბალიერომ უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა და რებიჩმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამპაოლიმ კი აგუერო იგუაინით შეცვალა, მერე სალვიო პავონით და პერესი დიბალათი. თუმცა, ამით თამაშის სურათი ვერ შეცვალა და 81-ე წუთზე მოდრიჩმა მეორედ დაამწუხრა კაბალიერო.

83-ე წუთზე რაკიტიჩმა საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა მან კომპენსირებულ დროში მაინც გაიტანა გოლი და არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.


D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
არგენტინა - ხორვატია 0:3
გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (81), 0:3 რაკიტიჩი (90+1)

არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი (დიბალა 68), სალვიო (პავონი 56), მესა, მესი, აგუერო (იგუაინი 54), აკუნა

ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 90+3), რებიჩი (კრამარიჩი 57)

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
წაგებაც არის და წაგება!საქმე სულ სხვა რამეშია,არგენტინის ნაკრები ვერ,ან არ თამაშობს იმ ფეხბურთს რომელიც აღტაცებაში მოჰყავს გულშემატკივარი,მაყურებელი არანაირი ტაქტიკური მონახაზი,არანაირი გააზრებლი თამაში ამ გუნდის თამაშში არ შეიმჩნევა სამწუხაროდ,ცალკე პრობლემაა მეკარე და დაცვა ამ გუნდში!
daviti
22 ივნისი 2018 09:19
0
Mesis paqtori ushlis xels argentinas, raoden ucnauric ar unda iyos. Ramdenadac magari pexburtelia, imdenad cudi xasiatisaa. Eg araa lebroni gunds rom gaudzgves da ibrdzolos. Dasruldeba magis epoqa nakrebshi albat, mgoni umjobesia
Baggio
22 ივნისი 2018 08:55
1
მსოფლიოს დაწყებამდე ყველა ჩემს ბეგობარს ვეუბნებოდი მესი დაისჯება იმის გამო რასაც აკეთებს და ჯგუში დარჩებოდა, ყველა დამცინოდა ეხლა მე ვიცინი, იკარდი დაატოვებინა ასევე უნდოდა დიბალას დატოვება და არგენტინელების ზეწოლით ძალით წაიყვანეს მსოფლიოზე. ეხლა გამოჩნდა მესი უფრო დიდი ფეხბურთელია თუ რონალდო
ზიზუ
22 ივნისი 2018 14:39
2
ამ მახინჯმა მოდრიჩმა რა ბურთი გაიტანა,ეტყობა ბიჭს კლასი მთელი არგენტინელი ერიშოკშია,ისეთ დღეშია როგორც ბრაზილიელი ერი გერმანიასთან იმ ავადსახსენებელი თამაშის შემდეგ,მე თანავუგრძნობ არგენტინელ ერს....მე მათ ადგილზე გული გამისკდებოდა ან მინიმუმ ინფაქტს ავიკიდებდი..რომ ვნახე ინტერნეტსივრცეში რა დღეში არის არგენტინელი გულშემატკივარი..ბოდიშ ვუხტი ქართველ ფეხბურთელებ და პირველად გამეხარდა რომ არ ვთამაშობტ მუნდიალზე, 82 ში ჩვენმა დინამომ სტანდარტთან ნახევარფინალი რომ წააგო არგენტინელებზე უარეს დღეში ვიყავი..ვენაცვალე ბარსელონას მაშინ ფინალში რომ არ გაატანა თასების თასი სტანდარტს ლეჟში.. ატირებულები რომ დატოვეს ბელგიელები კამპნოუზე..
nik
22 ივნისი 2018 11:41
0
არწივი დაჭრილია...ყვავ-ყორნები და მურთხები და მულახები ბაირამობენ.....ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა....თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!
bat
22 ივნისი 2018 10:31
5
რას ვწერ ისეთს რომ მიბლოკავთ?
მირიანი
22 ივნისი 2018 02:03
0
ტექსტი შეასწორეთ: "53-ე წუთზე მეკარე სუბაშიჩმა უწყინარ სიტუაციაში უხეში შეცდომა დაუშვა..." - სუბაშიჩი ხორვატიის მეკარეა და არა არგენტინის.
დათო
22 ივნისი 2018 10:56
0
ასე ხშირად და ასეთი შემართებით ქართველ ფეხბურთელებზე და ქართველ ვითომ მწვრთნელებზე რო ილაპარაკოთ ალბათ ჩვენც გვეშველება
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
22 ივნისი 2018 12:53
2
აბა ბიძიკო ისლანდიას რომ ვერ მოუგებ რამეს იმსახურებ საერთოდ??
zurie
22 ივნისი 2018 12:42
0
ამ სამპაოლიმ არ მოაგებინა ჩილეს ზედიზედ ორი კოპა ამერიკა? წლევანდელ მსოფლიოზეც ალბათ საუკთესო ფეხბურთელად მესის დაასახელებენ ისევე როგორც 2014-ში, დღემდე ვერ მივხდი იმ გადაწყვეტილების შინაარს. მესის ადგილზე დიბალა და ეგაა... იკარდის არ წაყვანა კიდე ცალკე ფენომენიაა.
Musenbezi
22 ივნისი 2018 10:53
2

სიახლეები პოპულარული