ხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გააკეთა.

"ჩემი გადასაწყვეტი იყო, ვის დავაყენებდი კარში. წაგებაში ნაწილობრივ მე ვარ დამნაშავე. რატომ შევცვალე შემადგენლობა? ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პოზიციის მოძებნა. ხორვატებს მაგარი გუნდი ჰყავთ და გაშვებული გოლის შემდეგ ფსიქოოგიურად გავტყდით.

ცუდი გუნდური თავდადება დაკავშირებულია ფეხბურთელებთან, რომლებიც არ გვყოფნის - მათი სუსტი თავდადება შედეგის მიღწევაში ხელს გვიშლის. ბოლომდე უნდა ვეცადოთ ჯგუფიდან გასვლას. სირცხვილზე არ ვილაპარაკებ.

რონალდომ ტურნირზე უკვე 4 გოლი გაიტანა, მესიმ არც ერთი? ეს ლიონელზე არანაირად არ
იმოქმედებს. რონალდო შესანიშნავია, შეხედეთ მის მიღწევებს კლუბსა და ნაკრებში. მესის და რონალდოს შედარება არ შეიძლება. საერთო გუნდური ნაკლოვანებები არ აძლევს მესის თავის წარმოჩენის საშუალებას".

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altმუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
დიბალა გყავდეს, იკარდი გყავდეს, იგუაინი, დი მარია, თუნდაც ლო სელსო გყავდეს, პასტორე და ათამაშებდეს ტალიაფიკოო, აკუნია, მესა :)) ღლინჯაფორო და ვიღაცეებს არ ვიცი 32 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ამათი გვარები პირველად გავიგე დედას ვფიცავარ
შაკო
13:10 22-06-2018
0
გაიგეთ რომ კრიშტიანო ღმერთისგან რჩეულია ადამიანობაშიც,პატრიოტიზმშიც,კაცობაშიც სადაც ის არის იქ გამარჯვებაა.მესი კი ფულზე გაგიჟებული პატივმოყვარე კაცუნაა.
ასეა ეს
11:19 22-06-2018
19

სიახლეები პოპულარული