ხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გააკეთა.

"ჩემი გადასაწყვეტი იყო, ვის დავაყენებდი კარში. წაგებაში ნაწილობრივ მე ვარ დამნაშავე. რატომ შევცვალე შემადგენლობა? ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პოზიციის მოძებნა. ხორვატებს მაგარი გუნდი ჰყავთ და გაშვებული გოლის შემდეგ ფსიქოოგიურად გავტყდით.

ცუდი გუნდური თავდადება დაკავშირებულია ფეხბურთელებთან, რომლებიც არ გვყოფნის - მათი სუსტი თავდადება შედეგის მიღწევაში ხელს გვიშლის. ბოლომდე უნდა ვეცადოთ ჯგუფიდან გასვლას. სირცხვილზე არ ვილაპარაკებ.

რონალდომ ტურნირზე უკვე 4 გოლი გაიტანა, მესიმ არც ერთი? ეს ლიონელზე არანაირად არ
იმოქმედებს. რონალდო შესანიშნავია, შეხედეთ მის მიღწევებს კლუბსა და ნაკრებში. მესის და რონალდოს შედარება არ შეიძლება. საერთო გუნდური ნაკლოვანებები არ აძლევს მესის თავის წარმოჩენის საშუალებას".

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

altმუნდიალი 2018: არგენტინის ნაკრები შოკშია - ხორვატიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
აი ეს ის შემთხვევაა როცა მწვრთნელია ყველაფერში დამნაშავე.ღირსები არიან.საუკეთესო სპეციალისტების ც ენაა აქვთ და ვინ ჰყავთ მთავარი მწვრთნელი
კახა ქირია
03:21 22-06-2018
0
მოთამაშის საუკეთესო პოზიცია მწვრთნელმა ჩემპიონატამდე უნდა გაარკვიოს! მსოფლიო ჩემპიონატი საექსპერიმენტო ადგილი არაა! ან დაცვა სწორად იყო დაყენებული? ერთი მწვრთნელი რა გახდა არგენტინისთვის, ეს სვირინგებიანი გორილა რად უნდოდათ
მერაბი გ.
06:29 22-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული