ჟოზე მოურინიო: კარში მე ან კაბალიერო რომ დაგვაყენოთ, განსხვავება არ იქნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არგენტინის ნაკრების მეკარის, ვილი კაბალიეროს ცუდი თამაშის შესახებ ისაუბრა.

"ხორვატებმა პირველივე მომენტი გამოიყენეს და გოლი გაიტანეს. კარში მე ან კაბალიერო რომ დაგვაყენოთ, განსხვავება არ იქნება.

მეც ისევე ვითამაშებდი, როგორც კაბალიერო. ვერც ერთ სახიფათო მონეტში გუნდს ვერ გადავარჩენდი", - აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ კაბალიერომ პირველი გოლის მომენტში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ბურთი ანტე რებიჩს მიუვიდა და ხორვატმაც გოლი შეაგდო. მეორე გოლი მოდრიჩის შორეულ დარტყმას მოჰყვა - არგენტინელი ბურთს ვერ მისწვდა.

კაბალიერო სამი წლის განმავლობაში "მანჩესტერ
სიტიში" გამოდიოდა, გასული სეზონი კი მან "ჩელსიში" გაატარა.

არგენტინამ ხორვატიასთან 0:3 წააგო და ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.

altფურთხი, ცრემლები, გინება - არგენტინის ნაკრების ტრაგედია სურათებში [PHOTO]

altრა შანსი დარჩა არგენტინის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად?

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს

altხორხე სამპაოლის არგენტინელი გულშემატკივრები დედას აგინებდნენ და აფურთხებდნენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი სამპაოლის ადგილზე რომ ყოფილიყო,მოუ,ან თუნდაც კაბალიერო,არგენტინა ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
სოსო
12:46 22-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული