ანგარიში დებიუტში სერბეთის ნაკრების ფორვარდმა მიტროვიჩმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ შვეიცარიელები უპირატესობას დაეუფლნენ და ჯაკამ თანაფარდობა აღადგინა. მერე შაკირიმ ბურთი ძელს გაარტყა. თუმცა, მან 90-ე წუთზე მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი.
27 ივნისს, ბოლო ტურში სერბეთი ბრაზილიას, შვეიცარია კი კოსტა რიკას ხვდება.
სერბეთი - შვეიცარია 1:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (5), 1:1 ჯაკა (52), 1:2 შაკირი (90)
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ტოშიჩი, ივანოვიჩი, კოლაროვი, მილენკოვიჩი, მატიჩი, ტადიჩი, მილოვოევიჩი (რადოვიჩი 81), კოსტიჩი (ლიაიჩი 64), მილინკოვიჩ-სავიჩი, მიტროვიჩი
შვეიცარია: ზომერი, ლიხშტაინერი, როდრიგესი, შერი, აკანჯი, ბეჰრამი, ჯემაილი (ემბოლო 72), ცუბერი, შაკირი, ჯაკა, სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 46)