მუნდიალი 2018: ინგლისის ნაკრებმა პანამა გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ინგლისის ნაკრებმა პანამა 6:1 დაამარცხა.

"სამმა ლომმა" პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და თამაშმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ინგლისს მსოფლიოსა ევროპის პირველობებზე ერთ შეხვედრაში 5 გოლი არასოდეს არ გაუტანია. საბოლოოდ მატჩი 6:1 დასრულდა. ერთი რამ ცხადია: რაც უფრი გაიზრდება ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა, უფრო დაეცემა მისი დონე.

G ჯგუფი. კვირა. 24 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
ინგლისი - პანამა 6:1
გოლები: 1:0 სტოუნსი (8), 2:0 კეინი (22, პენ), 3:0 ლინგარდი (35),
4:0 სტოუნსი (40), 5:0 კეინი (45+1, პენ), 6:0 კეინი (62), 6:1 ბალოი (78)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაკგუიარი, ტრიპიერი (როუზი 70), იანგი, ჰენდერსონი, ლინგარდი (დელფი 63), ლოფტუს-ჩიკი, სტერლინგი, კეინი (ვარდი 63)

პანამა: პენედო, მურილო, დევისი, რ. ტორესი, ესკობარი, გომესი (ბალოი 69), ბარსენასი (აროიო 69), გოდოი (ავილა 63), ხ. როდრიგესი, კუპერი, პერესი

მკითხველის კომენტარები / 1 /
მუნდიალი 2018. მერე წერ მსოფლიო ჩემპიონატიო..აირჩიე ერთ ერთი,რადგან ეს ერთიდაიგივეა...უფრო ლამაზი იქნება და სწორიც მსოფლიო ჩემპიონატს თუ დაწერთ
euhh
19:01 24-06-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული