მუნდიალი 2018: რუსეთი პირველივე სერიოზულმა მეტოქემ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონტზე A ჯგუფში დასკვნითი ტურის მატჩში ურუგვაიმ რუსეთს 3:0 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. საუდის არაბეთმა კი ეგვიპტეს 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-10 წუთზე საჯარიმოთი სუარესმა გახსნა და უნდა აღინიშნოს, რომ მეკარე აკინფეევმა შეცდომა დაუშვა. შემდეგ ჩერიშევის დარტყმული მუსლერამ მოიგერია და 25-ე წუთზე ლაქსალტმა ჩერიშევისგან რიკოშეტით მეორე გოლი გაიტანა. მორიგი იერიშისას კი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. 36-ე წუთზე სმოლნიკოვმა ლაქსალტი მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რუსეთის ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე
ტაიმში სამხრეთამერიკელებს თამაში არ გაუმწვავებიათ, კავანიმ მესამე გოლი მაინც გაიტანა და 3:0 გაიმარჯვეს.

A ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. სამარა. 41 970 მაყურებელი
რუსეთი - ურუგვაი 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (10), 0:2 ჩერიშევი (25, საკ. კარში), კავანი (90)
გაძევება: სმოლნიკოვი (36)

ურუგვაი: მუსლერა, გოდინი, კოატესი, კასერესი, ნანდესი (როდრიგესი 73), ტორეირა, ბენტანკური (არასკაეტა 63), ვესინო, ლაქსალტი, კავანი (გომესი 90), სუარესი

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, გაზინსკი (კუზიაევი 46), ზობნინი, სამედოვი, ალ. მირანჩუკი (სმოლოვი 60), ჩერიშევი (ფერნანდესი 38), ძიუბა


ორივე გუნდი ჯგუფში იყო ჩარჩენილი და ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეგვიპტის ნაკრებში 45 წლის მეკარემ, ესამ ელ ჰადარიმ ითამაშა, რომელიც მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია.

A ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. ვოლგოგრადი. 36 823 მაყურებელი
საურის არაბეთი - ეგვიპტე 2:1
გოლები: 0:1 სალაჰი (22), 1:1 ალ ფარაჯი (45+6, პენ), 2:1 ალ დავსარი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ალ მუვალადი (41)

საუდის არაბეთი: ალ მოსალემი, მ. ჰავსავი, ო. ჰავსავი, ალ ბურაიქი, ალ შაჰრანი, ბაბჰინი (ასერი 65), ალ ფარაჯი, ოტაიფი, ჰუსაინი, ალ დავსარი, ალ მუვალადი (ალ შეჰრი 79)

ეგვიპტე: ელ ჰადარი, ფათჰი, ალი გაბრი, ჰეგაცი, აბდელშაფი, ელ ნენი, ჰამედი, სალაჰი, ელ საიდი (ვარდა 45+7), ტრეზეგე (კაჰრაბა 81), მოჰსენი (სობჰი 64)

მკითხველის კომენტარები / 9 /
„მალადეც“ ურუგვაი :) ჩემი ფავორიტი გახდა ეს გუნდი ამ თამაშის შემდეგ. კორუმპირებულ ფიფას რა ვუთხარი თორემ მოძალადე და ოკუპანტი ქვეყანა არ იყო ღირსი ამ საფეხფურთო ზეიმისთვის ემასპინძლა. გაილაღეს არაბებთან და შეიქმნა მითი რუსების ძლიერებაზე ( ესეც მათი თაღლითი პრეზიდენტის მოგვარებული მგონია) შეხვდა თუ არა ნორმალური გუნდი თავის ადგილზე მოსვეს „როსია“. მერვედფინალში კიდევ ერთი გაფარჩაკება ელოდებათ ესპანეთისგან ან პორტუგალიისგან. .
irakli81
20:06 25-06-2018
10
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ!
Alex.F.
02:06 26-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული