ნიგერიასთან მატჩის წინ არგენტინის ნაკრების 31 წლის დებიუტანტი მეკარე თავდაჯერებულია

AutoSharing Option
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში არგენტინის ნაკრები ნიგერიას ხვდება და ტურნირზე მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი გადაწყდება. როგორც იუწყებიან, ხორვატიასთან უხეიროდ თამაშის შემდეგ, ალბისელესტეს კარს "რივერ პლეიტის" 31 წლის გოლკიპერი ფრანკო არმანი დაიცავს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია. აი, რა თქვა მან.

"თავს კარგად ვგრძნობთ. ხვალ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. გვჯერა გამარჯვების. მე ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ. თუ საშუალება მომეცემა, სათამაშოდ მზად ვარ. კაბალიეროსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხორვატიასთან წაგების შემდეგ გავამხნევე. ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს. ნიგერიასთან სათამაშოდ დიდი ხანია
ვემზადები. თუმცა, სამპაოლის ჯერ სასტარტო შემადგენლობა არ დაუსახელებია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული