"როდესაც თამაშის მერე მესი გადამეხვია, ბედნიერი ვიყავი. მე და მას საერთო ოცნება გვაქვს - რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ არგენტინისთვის. მესისთან მომუშავე ყველა მწვრთნელმა იცის, რომ პარტნიორები უნდა დაეხმარონ. მაშინ ის მომენტებს შექმნის. სხვანაირად არაფერი არ გამოუვა. ამიტომ ვთქვი, ხორვატიასთან წაგება მისი კი არა, ჩვენი ბრალია. თანმიმდევრები თუ ვიქნებით, მეოთხედფინალში გავალთ.
რაც შეეხება კრიტიკას, ახლა არ მინდა ჟურნალისტების მუშაობა შევაფასო. პრესა იმისათვისაა
საფრანგეთის ნაკრები ძლიერია და შეთამაშებულია, მაგრამ მესი იცნობს მის ფეხბურთელებს და იცის, როგორ მოვუგოთ. ლეო დიდი ადამიანია".
მუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლე-იოფში გაიყვანა [VIDEO]
დიეგო მარადონას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]