ხორხე სამპაოლი: ლეო მესიმ იცის, როგორ მოვუგოთ საფრანგეთს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიის დამარცხების შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ჩინებულ ხასიათზე გახლდათ და პრეს-კონფერენციაზე ლეო მესი აქო და ადიდა.

"როდესაც თამაშის მერე მესი გადამეხვია, ბედნიერი ვიყავი. მე და მას საერთო ოცნება გვაქვს - რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიოთ არგენტინისთვის. მესისთან მომუშავე ყველა მწვრთნელმა იცის, რომ პარტნიორები უნდა დაეხმარონ. მაშინ ის მომენტებს შექმნის. სხვანაირად არაფერი არ გამოუვა. ამიტომ ვთქვი, ხორვატიასთან წაგება მისი კი არა, ჩვენი ბრალია. თანმიმდევრები თუ ვიქნებით, მეოთხედფინალში გავალთ.

რაც შეეხება კრიტიკას, ახლა არ მინდა ჟურნალისტების მუშაობა შევაფასო. პრესა იმისათვისაა
შექმნილი, რათა მკითხველს ის მიაწოდონ, რასაც ელიან. მე კი ღრმა ანალიზი მჭირდება. ფეხბურთელების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

საფრანგეთის ნაკრები ძლიერია და შეთამაშებულია, მაგრამ მესი იცნობს მის ფეხბურთელებს და იცის, როგორ მოვუგოთ. ლეო დიდი ადამიანია".

altმუნდიალი 2018: მარკოს როხომ არგენტინა პლე-იოფში გაიყვანა [VIDEO]

altდიეგო მარადონას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი დაფრინავს მხოლოდ მაშინ როცა წნეხი და პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, ის არ არის ბუნებით ლიდერი ადამიანი და ვერ აიღებს ვერაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ გენიოსი ფეხბურთელია. ნაკრებში კი იმიტომ ვერ თამაშობს რომ არამარტო ლიდერობას მწვრთნელობას, მენეჯერობას, ფედერაციის პრეზიდენტობას და მგონი არგენტინის პრემიერ მინისტრობასაც ამას ტენიან. მწვრთნელიც კი მწვრთნელობას სთხოვს ამნაირი კომედია სადმე გინახავთ?
dadu
10:39 27-06-2018
3
Vai shens patrons ubedurs
Baggio
08:57 27-06-2018
2

სიახლეები პოპულარული