მუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში F ჯგუფში გერმანიამ უხეიროდ ითამაშა, "მოახერხა" და სამხრეთ კორეასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა. მუნდიალების ისტორიაში ბუნდესგუნდი არასოდეს არ ჩარჩენილა ჯგუფში. შვედეთმა კი 3:0 დაამარცხა მექსიკა და ეს ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა, იოზილი და ჰედირა დააბრუნა სასტარტოში, ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა ჰუმელსი. ისევ გადახალისებულმა ბუნდესგუნდმა პირველ ტაიმში უხეიროდ იასპარეზა და გუნდები შესვენებაზე 0:0-ზე გავიდნენ.

ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში დაალაგა გერმანიამ თამაში და ლიოვმა შეტევის გასაძლიერებლად ჰედირა გომესით,
ხოლო გორეცკა მიულერით შეცვალა. ბოლოსკენ ექტორი მოხსნა და ბრანდტი შეუშვა მოედანზე, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ეგ კი არადა, ბოლოს ორი გოლი გაუშვეს და...


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. კაზანი. 41 835 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 კიმი (90), სონი (90+6)

სამხრეთ კორეა : ჩო, ლი, იუნი (ჰვანგი 56), ჰონგი, იანგი, კიმი, ლი ჯუ, კოო, ჰვანგი,სონი, მუნი (იუნი 69)

გერმანია : ნოიერი, კიმიხი, ზულე, ჰედირა (გომესი 58), ჰუმელსი, ექტორი (ბრანდტი 79), კროოსი, იოზილი, გორეცკა (მიულერი 63), როისი, ვერნერი

altმესუთ იოზილს გერმანელმა გულშემატკივრებმა აგინეს და აფურთხეს

altრიო ფერდინანდი: ლეროი სანე, სად ხარ? გერმანიამ საუკეთესო ფეხბურთელი პლაჟზე გაუშვა

altიოახიმ ლიოვი: ჯგუფიდან გასვლის ღირსები არ ვიყავით. არ ვიცი, გადავდგები თუ არა


მატჩის პირველ ტაიმში ბურთს  უფრო ხშირად მექსიკელები ფლობდნენ, თამაში გადრამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და შესვენებამდე გოლი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ "ტრე კრუნურმა" ნანინანატრი გოლი ნაანტრაქტევს გაიტანა. თავი აუგუსტინსონმა გამოიჩინა. მერე შვედებმა პენალტი მოინადირეს და გრანკვისტმა ანგარიში გაზარდა. 74-ე წუთზე კი ალვარესის რიკოშეტით ანგარიში 0:3 გახდა.


F ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ეკატერინბურგი. 33 061 მაყურებელი
მექსიკა - შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62, პენ), 0:3 ალვარესი (74 საკ. კარში)

მექსიკა : ოჩოა, ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო(ფაბიანი 65), ერერა, გუარდადო (კორონა 75), ლაიუნი (პერალტა 88), ველა, ლოსანო, ჩიჩარიტო

შვედეთი : ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი (სვენსონი 57), ეკდალი (ჰოლემარკი 79), ფორსბერგი, ტოივონენი, ბერგი (ტელინი 67)
მკითხველის კომენტარები / 26 /
ბოლო 5 მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 ჯერ მოხდა როცა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჯგუფში რჩება!!!2002,2010,2014,2018.ცოტა არ იყოს უცნაურია.
რუსლაბი
28 ივნისი 2018 02:12
0
გერმანიას იმიტომ ვგულშემატკივრობ, რომ სიბინძურეებში და ტოტალიზატორებს არ ახარებდნენ, მაგრამ ახლა?! რა ვიცი, რა ვიცი...
vai chvens patrons
28 ივნისი 2018 00:18
8
რა თამაშსაც თამაშობდნენ ის დაიმსახურეს, რა მიზეზით არ წაიყვანეს სანე და რატომ ათამაშებდნენ მთელი სეზონის უთამაშებელ ნოიერს მაგიტომაც დაისაჯნენ, გუნდს არ ჰყავს თავდამსხმელი და ბურთის დამჭერი, დაძველდა უკვე ბურთის აქეთ იქით უაზრო გორაობის დრო ვისაც კი ტვინიანი ტრინერი ყავს ყველამ აუღო თუ რა უნდა დაუპირისპიროს
ზიზუ
28 ივნისი 2018 00:01
1
1 000% ! მაგას ვამბობ ზუსტად ! რატომღაც ასე უყვართ გერმანელებს. სიახლე არ აინტერესებთ. ძველი რესურსი სიკვდილამდე უნდა გამოიყენონ, მერე ვინმესთან უნდა შერცხვნენ. რაღაც ტაიმ აუტს აიღებენ და მერეღა დაიწყებენ ახალი გუნდის შექმნას. ვისაც კარგად გახსოვთ, დამეთანხმებით - 90-ში ჩემპიონობის მერე ის ნაკრები ბოლომდე გაცვითეს, 92-ში დანიასთან ევროპის ფინალში უშანსოდ დამარცხდნენ, მერე 94-ის მსოფლიოზეც იგივე გუნდით ბულგარეთთან წააგეს. 96-ში ევროპა კი მოიგეს, მაგრამ 98-ში მსოფლიოზე ხორვატიასთან შერცხვნენ. 2002-ის მსოფლიოზე ფინალში გასვლა ისეთი მოულოდნელი იყო, რამის გმირებად შერაცხეს. საინტერესოა ეხლა რას იზამენ. ალბათ ევროპაზეც ლიოვი იქნება, მაგრამ შედეგი ?
გგგ
28 ივნისი 2018 11:14
0
გერმანელებს მთელი მოსამზადებელი პერიოდი ეტყობოდათ რისი მაქნისებიც იყვნენ. ერთი შვედებთან გაიბრძოლეს და ეგ იყო. უბრალოდ საჭირო თამაშისთვის კონცენტრაციაც კი ვერ მოახერხეს, იმდენად ინერტულად თამაშობდნენ. გუნდს თავდამსხმელი არა ჰყავდა, ვინც გოლს გაიტანდა, 10 ნომრადაც ვერავინ ითამაშა და ასე გოლი არ გადის. არც მწვრთნელი ჰყავთ უკეთესი, რომ მოიყვანონ. კორეასთან წაგება და ჯგუფში დარჩენა მართლა სირცხვილია
გგგ
27 ივნისი 2018 23:34
2
არა რა გერმანელებს რუსეთში “სტალინგრადის“ სინდრომი გარანტირებული აქვთ
Allbert
27 ივნისი 2018 21:29
3
2006 წლის ჩემპიონი იტალია შემდეგ ჩემპიონატში ჯგუფში ჩარჩა.2010 წლის ჩემპიონი ესპანეთი ასევე.ახლა გერმანია.ეს შემთხვევითობაა თუ კანონზომიერება.
ტტტ
27 ივნისი 2018 20:49
2
არაფერი არაა გაუგებარი. დიდი წარმატების მერე ნაკრების ფეხბურთელების ნაწილი სანაკრებო კარიერას ამთავრებს, ახალი ძალა მოდის და ხან ძველებისნაირი ოსტატები არ არიან, ხან-გამოცდილება აკლიათ, ხან კიდევ-ძველ სქემას ვერ ერგებიან.
trololo
27 ივნისი 2018 21:00
2
საფრანგეთიც ჩარჩა 2002 ჩემპიონის რანგში ; )))
: )))))))
27 ივნისი 2018 20:56
0
ეგრეც ვიცოდი.
ჰიტლერი
27 ივნისი 2018 20:33
3
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გერმანელები ცდილობდნენ ბრაზილიელებთან შეხვედრას აცდენოდნენ და მთლიან ჩემპიონატს აცდნენ. ეს ზღვარსმიღმა ვითომ პრაგმატულობა ამ ჩემპიონატს ძაან აბანძებს.
amataki
27 ივნისი 2018 20:18
10
სხვას ვინმეს რომ შეხვედროდნენ, 70 იანი წლების ფეხბურთით რამეს დააკლებდნენ? ასე იციან მაგათ - სანამ ერთ გზას ბოლომდე კრახით არ დაასრულებენ, არ ისვენებენ
გგგ
27 ივნისი 2018 20:27
1
გერმანულ მანქანას რუსეთის მინდვრებზე მატორი დაესტუკა
Anj. Antey
27 ივნისი 2018 20:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული