მუნდიალი 2018: ბრაზილიამ დამაჯერებელი თამაშით სძლია სერბეთს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში E ჯგუფში ბრაზილიამ 2:0 დაამარცხა სერბეთი და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შვეიცარიამ კი კოსტა რიკას ვერ მოუგო, 2:2 და მეორე პოზიციაზე გავიდა.

მოკლედ, მერვედფინალში სელესაო მექსიკას შეხვდება, შვეიცარია კი შვედეთს.

სერბეთმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს. მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს მარსელო.

ანგარიში პირველ ტაიმში კოუტინიოს შესანიშნავი გადაცემით პაულინიომ გახსნა. მეორე ტაიმში სლავებმა მწვავედ შეუტიეს, მაგრამ მიტროვიჩმა 2 მომენტი ვერ გამოიყენა.

შემდეგ კი ნეიმარის ჩაწოდებულ კუთხურზე სავიჩს ტიაგო სილვამ დაასწრო, 2:0 და ყველაფერი დასრულდა.

E
ჯგუფიდან საბოლოოდ ბრაზილია და შვეიცარია გავიდნენ. პირველი მათგანი 2 ივლისს სამარაში მექსიკას დაუპირისპირდება, მეორე კი 3 ივლისს სანქტ-პეტერბურგში შვედეთს შევხდება.


E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44 190 მაყურებელი
სერბეთი - ბრაზილია 0:2
გოლები: 0:1 პაულინიო (36), 0:2 ტიაგო სილვა (68)

სერბეთი: სტოიკოვიჩი, ტადიჩი, ლიაიჩი (ჟივკოვიჩი 75), კოსტიჩი (რადონიჩი 82), მატიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, კოლაროვი, რუკავინა, მილინკოვიჩი, ველიკოვიჩი, მიტროვიჩი (იოვიჩი 89)

ბრაზილია: ალისონი, მირანდა, ტიაგო სილვა, ფაგნერი, მარსელო (ფელიპე ლუისი 10), კაზემირო, პაულინიო (ფერნანდინიო 66), ვილიანი, კოუტინიო (რენატო 80), ნეიმარი, ჟესუსი

31-ე წუთზე ლიხტშტაინერის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ემბოლომ ჯემაილს დაუგდო და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ უოტსონმა ვასტონმა საპასუხო გოლი გაიტანა.

88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დრმიჩმა ისევ დააწინაურა შვეიცარია, სულ ბოლოს კი კოსტა რიკამ მაინც მიაღწია საპატიო ფრეს.


E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი
შვეიცარია - კოსტა რიკა 2:2
გოლები: 1:0 ჯემაილი (31), 1:1 ვასტონი (56), 2:1 დრმიჩი (88), 2:2 ზომერი (90, საკ. კარში)

შვეიცარია: ზომერი, შერი, აკანჯი, ლიხშტაინერი, როდრიგესი, ჯაკა, ბეჰრამი (ზაკარია 60), ჯემაილი, შაჩირი (ლანგი 84), ემბოლო, გავრანოვიჩი (დრმიჩი 72)

კოსტა რიკა: ნავასი, აკოსტა, გონსალესი, ვასტონი, ოვიედო, გამბოა, ბორხესი, გუზმანი, ბრიანი, კოლინდრესი (უოლესი 85), კემპბელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული