ვინ არის სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელსაც "გენერალს" უწოდებენ და მუნდიალზე მინიმუმ 1/2-ფინალში გასვლა სურს

AutoSharing Option
ესპანურმა Marca-მ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის შესახებ მცირე სტატია გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რუსეთი იქნება 1/8-ფინალში "ფურია როხას" მეტოქე და ცნობილი ესპანური გამოცემაც ჩერჩესოვის პიროვნებით ამიტომ დიანტერესდა.

"მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა და მას ჯგუფში ჩარჩენასაც უწინასწარმეტყველებდნენ.

54 წლის მწვრთნელმა რუსეთის ნაკრები არტიომ ძიუბას, დენის ჩერიშევისა და ალექსანდრ გოლოვინის გარშემო ააწყო.

ჩერჩესოვი 1963 წელს ალაგირში დაიბადა. მან თავისი ოჯახი და ოთხი და მალევე მიატოვა, რათა საფეხბურთო კარიერა დაეწყო.

14 წლამდე ის ფორვარდად თამაშობდა, თუმცა
შემდეგ მეკარე გახდა. მას სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასი და რუსეთის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

სტანისლავის ზედმეტსახელი "გენერალია".

პირველ ივლისს ესპანეთის ნაკრები სწორედ ჩერჩესოვის რუსეთს დაუპირისპირდება. მასპინძელი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ არავისი არ ეშინიათ და მათი მიზანი მინიმუმ 1/2-ფინალში გასვლაა", - წერია საიტზე.

altМЫ – НЕ ГОВНО! (ჩვენ განავალი არა ვართ!) - რუსები მუნდიალზე მეორე გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან

altანდრეი კანჩელსკისი: ყურს გვიწევენ სულ უფრო მწარედ და მწარედ, ჩვენ კი გავყვირით, რომ საუკეთესოები ვართ

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი სტანისლავჩიკ, ჩემპიონებიც გახდებით, როცა ბრაზილია ჰოკეიში მოიგებს მსოფლიო ჩემპიონობას
llcl
13:49 28-06-2018
0
Es kaci an araadekvaturia, an dzalian bevri ram icis
Baggio
12:43 28-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული