კრიშტიანო რონალდო: როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ვამაყობ იმ საუშაოთი, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ კომენტარი პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ გააკეთა.

"გვსურს, ურუგვაის ნაკრებს წარმატება და 1/4-ფინალში გასვლა მივულოცოთ. ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და შესაძლოა მეტსაც ვიმსახურებდით, მაგრამ მეტოქეს მეტი გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ვამაყობ იმ საუშაოთი, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასწია.

ასევე მინდა ორგანიზატორებს, ფიფას, შესანიშნავი ტურნირი მივულოცო. ორგანიზება, დაცვა, ატმოსფერო... აქ ყველაფერი დიდებული იყო.

ახლა მომავალზე საუბრის დრო არ არის, მაგრამ შეგვიძლია დავფიქრდეთ, ჩავიხედოთ ჩვენს თავებში, პორტუგალიის ნაკრებს ნამდვილად შეუძლია მოგებებით
დაბრუნდეს", - აღნიშნა რონალდომ.

altმუნდიალი 2018: შენცა, რონალდო? - ლეო მესის დარად მსოფლიოს ჩემპიონატს კრიშტიანოც დაემშვიდობა [VIDEO]

altფერნანდუ სანტუში: კავანის და სუარესის ასეთი თამაშისთვის მზად არ ვიყავით

მკითხველის კომენტარები / 4 /
მთელი პორტუგალია იყო გუშინ მხოლოდ ბ.სილვა
euhh
01 ივლისი 2018 18:44
0
სამუშაო ისეთი უნდა კარიერზე და შახტაში რომ არის გროშის ფასად, ეს კიდევ ამაყობს 10 კმ რომ ირბინა და უსახურ თამაშზე არაფერს ვამბობ. ბებერი კვარეჟმა თავისი მონდომებით ყველას ჯობდა
kroosi
01 ივლისი 2018 13:52
8
პორტუგალია ჯგუფში უნდა ჩარჩენილიყო მარა მოსახდენი მაინც მოხდა.
dato
01 ივლისი 2018 12:20
9
თავისუფლად შეიძლება იგივე ესპანეთზეც ითქვას
გუგა
01 ივლისი 2018 12:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული