არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კარლოს ტაპია სამპაოლის შეხვდება და მასთან კონტრაქტის გაწყვეტის დეტალებს განიხილავს.
თუ სამპაოლი თავად არ გადადგება, მაშინ გადააყენებენ, ოღონდ ასეთ შემთხვევაში მისთვის სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.
ხორხე ალბისელესტეს თავკაცად 13 თვის წინ დაინიშნა, მისი შრომითი ხელშეკრულება ხუთწლიანია და 2019 წლის ამერიკის თასის შემდეგ შეიძლება გაუწყვიტონ, ხოლო თუ ეს იქამდე გააკეთეს, 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.
ერთი ამას დახედეთ - ხორხე სამპაოლის გადადგომა არ უნდა
მუნდიალი 2018: საფრანგეთი - არგენტინა 4:3 ობიექტურად უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]