მუნდიალი 2018: ბრაზილია - მექსიკის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვეფინალის პირველი ტაიმი ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

თითქმის ყველა ფავორიტი უკვე გავარდა ტურნირიდან და სახლში გაემგზავრა. ნუთუ იგივე ბედი ელის ბრაზილიასაც? - აი, კითხვა, რომელზეც ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი.

მატჩის დაწყებისას სამარაში ტემპერატურა +34 გრადუსი იყო, რაც ფეხბურთელებს თამაშისას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. თუმცა, ორივე გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, ეს მეტადრე მექსიკელებზე ითქმის, რომლებმაც დებიუტში სამი კუთხური მოაწოდეს. პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 26-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ნეიმარმა ფლანგზე ალვარესი მოატყუა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოჩოამ მოიგერია.
ასევე არ დაანება გოლის გატანა მან ჟესუსს 33-ე წუთზე.

მოკლედ, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში კლასში სელესაოს უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ორშაბათი. 2 ივლისი. სამარა.
ბრაზილია - მექსიკა 0:0

ბრაზილია: ალისონი, მირანდა, ფილიპე ლუისი, ტიაგო სილვა, ფაგნერი, პაულინიო, კოუტინიო, კაზემირო, ვილიანი, ნეიმარი, ჟესუსი

მექსიკა: ოჩოა, მარკესი, აიალა, სალსედო, ალვარესი, გუარდადო, ერერა, გალიარდო, ველა, ჩიჩარიტო, ლოსანო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული