![](https://sportall.ge/pictures/image31/2fe084fafc29e4702a1624118f84b8eb.jpg)
თითქმის ყველა ფავორიტი უკვე გავარდა ტურნირიდან და სახლში გაემგზავრა. ნუთუ იგივე ბედი ელის ბრაზილიასაც? - აი, კითხვა, რომელზეც ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი.
მატჩის დაწყებისას სამარაში ტემპერატურა +34 გრადუსი იყო, რაც ფეხბურთელებს თამაშისას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. თუმცა, ორივე გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, ეს მეტადრე მექსიკელებზე ითქმის, რომლებმაც დებიუტში სამი კუთხური მოაწოდეს. პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 26-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ნეიმარმა ფლანგზე ალვარესი მოატყუა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოჩოამ მოიგერია.
მოკლედ, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში კლასში სელესაოს უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.
ორშაბათი. 2 ივლისი. სამარა.
ბრაზილია - მექსიკა 0:0
ბრაზილია: ალისონი, მირანდა, ფილიპე ლუისი, ტიაგო სილვა, ფაგნერი, პაულინიო, კოუტინიო, კაზემირო, ვილიანი, ნეიმარი, ჟესუსი
მექსიკა: ოჩოა, მარკესი, აიალა, სალსედო, ალვარესი, გუარდადო, ერერა, გალიარდო, ველა, ჩიჩარიტო, ლოსანო