ედინსონ კავანის ტრავმა სერიოზული არაა

AutoSharing Option
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ თავდამსხმელ ედინსონ კავანის მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ფეხბურთელი ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მეთოდით გამოიკვლიეს და დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დასიებული და კუნთის ქსოვილი დაზიანებული არაა.

კავანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყებს ვარჯიშს.

მან ტრავმა პორტუგალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში მიიღო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

6 ივლისს ურუგვაის ნაკრები მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთთან კი არ მიიღო პორტუგალიასთან მიიღო ტრამვა. საფრანგეთთან წინაა თამაში. პატივი გვეცით ცოტა
გიო
09:49 03-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული